გიორგი შერმადინის მორიგი MVP ტიტული

05 მაისი 2025, 09:05 91 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩი გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „ჟირონასთან“ ჩაატარა და 93:84 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 29 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამ მაჩვენებლით შერმადინი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

31 ტურის შემდეგ ქართველი მოთამაშის გუნდს 48 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა, „ტენერიფე“ მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში