ქართული ენის სავალდებულო სწავლება უნივერსიტეტებში

05 მაისი 2025, 14:19 98 ნახვა

პარლამენტმა უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

ინიციატივის მიხედვით, უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის, ასევე გარკვეული სპეციალობის სამაგისტრო სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესს განათლების სამინისტრო დაამტკიცებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში