მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილის თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევა

06 მაისი 2025, 11:14 146 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული თვის მანძილზე საქართველოდან, სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს. 

"უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოდან გაძევებულ იქნა - ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი-ლანკას, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის - ჯამში 96 მოქალაქე", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მიგრაციის დეპარტამენტი ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი ორგანოა, მის ერთ-ერთ კომპეტენციას  საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევებას წარმოადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში