საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

06 მაისი 2025, 12:17 107 ნახვა

საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. მინისტრმა ნაკრების წევრებს მსოფლიოს პირველობაზე წარმატებები უსურვა.

ისტორიაში პირველად საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს. 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: მინდია მგელაძე (-60კგ), ⁠ლაშა შანთაძე (60კგ), ⁠ანდრეი ზინჩენკო (-70კგ), დათა ფუტკარაძე (-70კგ), ⁠ლაშა ოზბეთელაშვილი (-80კგ), ⁠დავით მსხალაძე (-90კგ), ⁠გოდერძი კაპანაძე (+90 კგ), მარიამ წიკლაური (-54კგ) და თეონა გაზდელიანი (-54კგ).

ქართველი სპორტსმენები კონტაქტური კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზებენ. მსოფლიოს პირველობა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში