შეხვედრა ყინულის ჰოკეისტთა ეროვნულ ნაკრებთან 

07 მაისი 2025, 10:01 120 ნახვა

ყინულის ჰოკეისტთა ნაკრებს საქართველოს სპორტის მინისტრი შეხვდა. საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა, შედეგად საქართველოს ნაკრები მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს. 

აქვე გეტყვით, რომ უკვე ცნობილია ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები.

ჩვენს გუნდს თამაში ბელგიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ავსტრალიასთან, ხორვატიასა და სერბეთთან მოუწევს. ტურნირის კალენდარი და მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გაირკვევა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში