ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი მილანის „ინტერი“ გახდა 

07 მაისი 2025, 09:44 121 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი გახდა მილანის „ინტერი“, რომელმაც დრამატულ განმეორებით ნახევარფინალში დამატებით დროში 4:3 დაამარცხა „ბარსელონა“. პირველი შეხვედრა ბარსელონაში 3:3 დასრულდა. საპასუხო მატჩის პირველი ტაიმი „ინტერმა“ 2:0 მოიგო, თუმცა კატალონიელებმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს და წინაც გავიდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს „ინტერმა“ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, დამატებით დროში კი იტალიელებმა გამარჯვების გოლიც გაიტანეს და ფინალში გავიდნენ.

მილანის „ინტერის“ მეტოქე დღეს გაირკვევა. საფრანგეთში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლონდონის „არსენალს“ მიიღებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ინგლისში ფრანგების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

„პსჟ“-ს და „არსენალის“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში