პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს

07 მაისი 2025, 14:05 197 ნახვა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს - მმართველ პარტიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.  ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას ყრილობამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

დღესვე, დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც.

პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა 2021-2024 წლებში.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში