ქართველი ხელბურთელებისთვის დღეს გადამწყვეტი მატჩია 

08 მაისი 2025, 10:03 61 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები დღეს თბილისში სპორტის სასახლეში უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა. მას მხოლოდ ისლანდიის ნაკრები უსწრებს. ბერძნებთან გამარჯვება ჩვენს გუნდს ჯგუფში მეორე ადგილს და ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაუნაღდებს.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ევროპის ჩემპიონატის იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი საბერძნეთში ერთი ქულით 26:27 დათმო. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში