მრავალმხრივი აღიარების ხელშეკრულების საბჭო

08 მაისი 2025, 10:25 59 ნახვა

ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაცია საქართველოში მრავალმხრივი აღიარების ხელშეკრულების საბჭოს ატარებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭო ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის მნიშვნელოვანი სტრუქტურაა და რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტაციის სისტემების აღიარების შესახებ.

შეხვედრას ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე 45 ქვეყნის აკრედიტაციის ორგანიზაციის 60-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

სხდომაზე საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების საბჭოს მენეჯმენტის ჯგუფის წევრად აირჩიეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში