''მეგობარი აქტი'' - პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

08 მაისი 2025, 12:01 78 ნახვა

შინაარსისგან დაცლილი აქტი - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის მიერ მეგობარი აქტის მიღებას.  

შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ დოკუმენტის მიზანი საინფორმაციო ხმაურის შექმნა იყო. მის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპს ვერავინ დაავალდებულებს, რომ მსგავსი აქტებით ვინმეს სანქციები დაუწესოს.   

მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ბაიდენის ადმინისტრაციამ დააზიანა, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ  „MEGOBARI აქტი“ ოფიციალურად სენატს გადაეცა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში