მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო ხელვაჩაურის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად.
მათ 1941-45 წლების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ზაზა დიასამიძის თქმით, 9 მაისი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღეა.