ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა, რომელმაც ევროპის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები ევროპის მასშტაბით, არის ტოტალური მიგრაცია, რაც აკარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ, რელიგიურ იდენტობას.