არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

09 მაისი 2025, 14:05 84 ნახვა

,,უკვე მეორე წელია, რაც საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და ევროპის დღესაც, ფორმალურად, კანდიდატი ქვეყნის რანგში ხვდება. თუმცა, რეალურად, ამ ორი წლის განმავლობაში მმართველი გუნდის ქმედებებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფსკრული გააჩინა და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს უფრო დააშორა’’ - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნული.

ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ 2023 წელს, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან 6 თვეში, ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულად გამოაცხადა საქართველოში რეპრესიული კანონების მიღებისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო.

სტატუსის მიღებიდან 1 წლის თავზე კი თავად ოცნების რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადავადების შესახებ.

ამით ოცნების რეჟიმის მმართველმა გუნდმა, საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ, დემონსტრაციულად უარი თქვა იმ რეფორმების გატარებაზე, რომელიც 2023 წლის გაფართოების ანგარიშში ევროკავშირმა საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად განსაზღვრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში