დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნის შემოღების შესახებ ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას დღეს პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურნენ.
ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილება უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიზეზად მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიებს და პოლიციის დაუსჯელობას ასახელებს და აცხადებს, რომ ევროკავშირში ასევე განიხილება ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა.