პროტესტი ევროპის მოედანზე - შეფასებები

10 მაისი 2025, 17:19 88 ნახვა

საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე პოლიტიკური შეფასებების საკითხია. შეკრება, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ, გვიან ღამით დასრულდა.

"ქართულ ოცნებაში" ხაზს უსვამენ, რომ აქცია ხალხმრავალი არ იყო და მათივე შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას მეტი რესურსი არ გააჩნია. ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროტესტს რაოდენობისა და ინტენსივობის პრობლემა არ აქვს.

ოპონენტები ხელისუფლების წევრებს ურჩევენ, პრაგმატიზმი გამოიჩინონ და გუშინ, ქუჩაში გამოსული ხალხის რეალურ რაოდენობას თვალი გაუსწორონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში