საბა ბაღდავაძემ და გიორგი ქალდანმა პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს

14 მაისი 2025, 09:21 93 ნახვა

ქართველი პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე მსოფლიოს ჩემპიონია. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირის ფინალში ბაღდავაძემ ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი გიორგი ქალდანმაც მოიპოვა. მან ფინალში იაპონელ მოწინააღმდეგეს მოუგო.

შედეგად, პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატი 15 მაისს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი