მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ქართველი კალათბურთელების მეტოქეები ცნობილია

14 მაისი 2025, 10:04 85 ნახვა

კატარში 2027 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი.

ევროპის ზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალეკსანდერ ჯიკიჩის გუნდი ეი ჯგუფში იასპარეზებს, ხოლო ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში მეორე რაუნდში ბე ჯგუფის სამ საუკეთესო გუნდთან გაერთიანდება. ეი ჯგუფში ჯვაროსნების მეტოქე ესპანეთი იქნება.

ჯგუფში მოხვდებიან ასევე დე კვალიფიკაციის მეორეადგილოსანი, ეს იქნება დანია, ნორვეგია ან ხორვატია და ეი კვალიფიკაციის გამარჯვებული სლოვაკეთი, შვეიცარია ან უკრაინა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა, სადაც ბე ჯგუფის სამ გუნდს შეუერთდება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი იასპარეზებს.

მსოფლიო პირველობა კალათბურთში 2027 წლის აგვისტო-სექტემბერში კატარში ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი