სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

14 მაისი 2025, 19:49 320 ნახვა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - იგი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი