შეხვედრა ძალოსნებთან

15 მაისი 2025, 10:50 77 ნახვა

ქართველ ძალოსნებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა სპორტის მინისტრმა.  ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, 17-დან 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებებმა კი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვეს.

რევაზ დავითაძემ სამი ვერცხლი მიიღო, რამინ შამილიშვილმა ორი ბრინჯაო, გოდერძი ბერდელიძემ ერთი ბრინჯაო და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბაქარ თურმანიძე კი ერთ ბრინჯაოს დასჯერდა. 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ჯაბა ტყეშელაშვილმა ორი ოქრო და ერთი ვერცხლის მედალი მიიღო, დიმიტრი აბრალავა ვერცხლს დასჯერდა, საბა ჩიხლაძემ კი სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

20-წლამდელთა შორის გოგა ჯაჯვანმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. გიგა ოდიკაძემ ორი ბრინჯაო მიიღო; ხოლო ნანა ხორავა ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი