შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ჰ.თ. მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით ცდილობდა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, მიგრანტის ფ.ა.-ს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ გადაყვანას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19- 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.