პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

15 მაისი 2025, 14:16 94 ნახვა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს, განსაკუთრებული სისასტიკით ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად უმწეო მდგომარეობაში მყოფი დედა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შვილი დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ე’’, ,,ლ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი