უკრაინის თასის 2024-25 წლის გათამაშების ფინალში ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ კიევის „დინამო“ პენალტების სერიაში დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს ისტორიაში მეთხუთმეტედ დაეუფლა.
„შახტარისა“ და „დინამოს“ მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. 44-ე წუთზე იარმოლენკომ კიეველები დააწინაურა, ხოლო „შახტარმა“ წონასწორობა კაუა ელიასის გოლით 64-ე წუთზე აღადგინა.
ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, პენალტების სერიაში კი დონეცკელებმა 6:5 მოიგეს.
ირაკლი აზაროვი „შახტარის“ განაცხადში იყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, მარინო პუსიჩმა მას სათამაშო დრო არ მისცა.