ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევა - პოლიტიკური შეფასებები

15 მაისი 2025, 14:03 90 ნახვა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ორგანიზაციაში ერთი და იმავე კანდიდატურის მესამედ წარდგენა არა დემოკრატიული ნაბიჯი იქნებოდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი