საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები - ირაკლი კობახიძე

15 მაისი 2025, 14:50 179 ნახვა

საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა.

„როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა ბევრი წლის განმავლობაში  როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებისთვის, ისე ჩვენი პარტიული ამოცანების მისაღწევად. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში და მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

ჩვენ ვემზადებით მათ შორის, არჩევნებისთვის და ამ კუთხით ბუნებრივია, გვაქვს სერიოზული სამზადისი, რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები. მერებმა მიიღეს გადადგომის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ არის მოახლოებული არჩევნები და შესაძლოა ამ დროს მათ ჩათვალეს ყველაზე მიზანშეწონილად ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით და მზად ვართ ყველა მუნიციპალიტეტში. ვემზადებით აქტიურად არჩევნებისთვის და 64-ვე მუნიციპალიტეტში და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი