დღეს ლეგენდების სერიის მორიგ მატჩს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები „დინამო არენაზე“ „ბარსელონას“ ლეგენდებს შეხვდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. „ბარსელონას“ ლეგენდები საქართველოს დედაქალაქში ჩემპიონთა ლიგის მთავარი სიმბოლო, ჩემპიონთა ლიგის თასი ჩამოიტანეს.
„დინამო არენაზე“ მისულ გულშემატკივრებს ფან-ზონაში თასის ხილვისა და მასთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება ექნებათ.
ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულო ისაა, რომ „ბარსელონას“ შემადგენლობაში რონალდინიო ითამაშებს, რომელიც თბილისში მატჩის წინა დღეს ჩამოვიდა.