გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი ერთ საათში უნდა განახლდეს. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ამ ეტაპზე ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
წინა სასამართლო სხდომებზე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმე პოლიციელები და გამომძიებლები დაიკითხნენ, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები.
ასევე სასამართლოს ჩვენება მისცა პროკურატურის მიერ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ირაკლი დგებუაძემ. მისთვის სილის გაწვნისთვის მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.