ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერიც მონაწილეობს.
50-მდე ქვეყნის ლიდერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ალბანეთის პრემიერი ედი რამა სკანდერბერგის ცენტრალურ მოედანზე მასპინძლობენ.
ირაკლი კობახიძე სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში იღებს მონაწილეობას, სადაც იქ მყოფ ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
რა პანელურ სესიაში იღებს პრემიერი მონაწილეობას და რა გზავნილები აქვს მას ევროპელი ლიდერებისთვის.