ევროპის უსაფრთხოება, სავაჭრო-ეკონომიკური გამოწვევები და ენერგოუსაფრთხოება. ამ თემებზე იმსჯელეს დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მყოფმა 50 - მდე ლიდერმა.
სიტყვით გამოსვლების დროს, ევროპელმა პირველმა პირებმა, ხაზი გაუსვეს ერთიანი ევროპის პრინციპს და ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.