საჭადრაკო კლუბი „ნონას“ სასკოლო პროექტი გრძელდება

16 მაისი 2025, 20:05 144 ნახვა

გრძელდება საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მიერ დაწყებული პროექტი, რომელიც ბათუმისა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შიდა-სასკოლო პირველობების ჩატარებას ითვალისწინებს.
დღეს ტურნირი თამარის დასახლებაში მდებარე კლუბ „ნონას“ ფილიალში გაიმართა და მასში მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
საჭადრაკო კლუბ „ნონას“ დირექტორის გიორგი ჭანტურიას თქმით, პროექტი გაგრძელდება და ბათუმისა და მიმდებარე ტერიტორიების ყველა სკოლას მოიცავს, რაც ჭადრაკის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი