დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად მტკიცეა ჩვენი საზოგადოება - ირაკლი კობახიძე

17 მაისი 2025, 16:00 88 ნახვა

დღეს არის ერთიანობის ზეიმი და საზოგადოება გაერთიანებულია სიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს არის ერთიანობის ზეიმი და საზოგადოება გაერთიანებულია სიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო.

„ყველას მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნამდვილი ზეიმია. დღეს არის ერთიანობის ზეიმი და საზოგადოება არის გაერთიანებული სიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს მომავალშიც განვაგრძოთ ბრძოლა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დასაცავად, ეს ასე იქნება. არ შეიძლება, ეს ერთიანობა არ იყოს ის, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენ ყველა გავუფრთხილდებით ჩვენი საზოგადოების ერთიანობას და განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ დავრჩეთ მტკიცედ ერთგული იმ ფასეულობებისადმი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი