პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების ბრძანებას მოაწერა ხელი

17 მაისი 2025, 18:16 113 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების ბრძანებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე მდებარე რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ.

იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი