შეხვედრა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრების წევრებთან

18 მაისი 2025, 11:59 83 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრების წევრებს - ნიკა ეგაძეს, ლუკა ბერულავას, დიანა დევისსა და გლებ სმოლკინს - შეხვდა და მათ 2024-2025 წლის სპორტული სეზონის წარმატებით დასრულება მიულოცა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც საქართველო პირველად უმასპინძლებს. ტურნირი მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს თბილისის ახლად აშენებულ ყინულის არენაზე გაიმართება. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ორი მედალი მოიპოვა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი