რამდენიმე წუთში საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დაიწყება. როგორც პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხდომაზე განსახილველი საკითხია 2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტები.
სხდომაზე მიწვეულები არიან ნონა გაფრინდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე და ელდარ კურტანიძე.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობა ივნისამდე გახანგრძლივდა.
მუშაობის დასრულების შემდეგ კომისია საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშს წარუდგენს.