საქართველოს ეროვნულ გალერეაში აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა.
საგამოფენო სივრცეში ერთი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული უნიკალური ნამუშევრები და ხელოვანის პირადი არქივი.
გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.