შოტლანდიურ ტურნეზე მყოფმა „შავმა ლომმა“ პირველი ამხანაგური თამაში „ედინბურგი A“-სთან გამართა და 47:33 დაამარცხა. ქართველებმა მასპინძლებს შვიდი ლელო გაუტანეს და ექვსი გარდასახვა გამოიყენეს. ლელოები ბაჩუკი ჭუმბაძის, აკაკი ტაბუცაძის ორი, ზაურ ლუტიძის, ირაკლი ქვათაძის, შალვა აფციაურის და ამირან შვანგირაძის ანგარიშზეა.
შეხვედრაში მონაწილეობა ტურნეზე მყოფმა 30-ივე მოთამაშემ მიიღო.
მათგან ოთხს „შავ ლომში“ დებიუტი ჰქონდა. შოტლანდიაში „შავი ლომი“ მეორე თამაშს 22 მაისს, „გლაზგო ვორიორსთან“ გამართავს.