ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ფორსა ლეიდას“ დაუპირისპირდა და 84:72 დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი ტრადიციულად, საუკეთესო იყო. შერმადინმა 32 წუთში 19 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რითაც მატჩის MVP გახდა.
„ტენერიფე“ 25 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 25 მაისს, „ვალენსიას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. „ბასკონიას“ რიგებში დაბრუნდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. ბოლდუინმა 4 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
„ბასკონია“ მერვე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის.