„ჯვაროსნები“ ამხანაგურ მატჩებს ლიდერების გარეშე ჩაატარებენ

20 მაისი 2025, 09:58 88 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებს ფარერის კუნძულებისა და კაბო ვერდეს ნაკრებების წინააღმდეგ ლიდერების გარეშე გამართავს.

გამოძახებულთა სიაში არ იქნებიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. ნაკრების კარს ლუკა გუგეშაშვილი დაიცავს.

ფრანგი სპეციალისტი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს და იმ ლეგიონერებს გამოიძახებს, რომელთა თამაშის შეფასებაც აქამდე ვერ შეძლო. საქართველოს ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩს 5 ივნისს „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 8 ივნისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი