წარმატებით იასპარეზა სომხეთის ქალაქ გიუმრიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კიოკუშინკაი კარატეში ჩაქვის საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის ნაკრებმა გუნდმა.
შეჯიბრებაში სომხეთის, საქართველოს, ირანისა და თურქმენეთის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. იუნიორთა შორის ჩვენი გუნდი 11 მებრძოლით წასდგა და ოთხი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ქათამაძე და სესილი ჯორბენაძე, არმან ჯაშმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, გიორგი ბერიძე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
გუნდი ტურნირისთვის ნუგზარ და პაატა გოგუებმა მოამზადეს. აქვე გეტყვით, რომ ჩაქველ სპორტსმენებს შემოდგომაზე ჯერ საერთაშორისო ტურნირი, ელოდებათ, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ბელგიაში გაიმართება.