ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში

21 მაისი 2025, 10:01 120 ნახვა

გაიმართა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურის სამი მატჩი. „ტორპედომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

თბილისურ დერბიში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999-მა“ თბილისის დინამოს 1:0 მოუგო, გორის „დილამ“ კი 4:3 აჯობა წყალტუბოს „სამგურალს.

დღეს ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. „გაგრა“ „გარეჯს“ უმასპინძლებს, ბათუმის „დინამო“ კი სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდება.

„თელავისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი