საიას განცხადება საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე

21 მაისი 2025, 11:05 87 ნახვა

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებმა არ დაიცვეს მნიშვნელოვანი პროცედურული წესები და ობიექტური გამოძიების ნაცვლად, კომისიას სადამსჯელო პოლიტიკური ხასიათი მიანიჭეს - ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კომისიის მუშაობას.  

განცხადებაში  აღნიშნულია, რომ  ინიციატორებს უნდა წარმოედგინათ სრული ინფორმაცია კომისიის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ,  დაესაბუთებინათ  თუ რატომ გახდა მხოლოდ ახლა შესაძლებელი კომისიის შექმნა.  

ასევე ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სათანადოდ არ არის დასაბუთებული კომისიის მოქმედების ფარგლების ცვლილება, რომლის მიხედვითაც გამოძიება უნდა შეეხოს არა მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდს, არამედ დღემდე მიმდინარე პროცესებსაც.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცვლილებები დაუსაბუთებლად ქმნის  შთაბეჭდილებას, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა მიმართულია ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წინააღმდეგ და არა  სახელმწიფო თანამდებობის პირების ქმედებების ჭეშმარიტად გამოძიებისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი