შეხვედრა სპორტსმენებთან

21 მაისი 2025, 14:03 97 ნახვა

26 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები კონტაქტურ კარატეში იაპონიაში მიემგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჩვენი ქვეყნის გუნდი ევროპის კონტინენტიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობით წარსდგება. ტოკიოში საქართველოს ღირსებას ცხრა მებრძოლი - 7 მამაკაცი და 2 ქალი დაიცავს.

ცხრა სპორტსმენიდან ექვსი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ერთი ვიცე-ჩემპიონი და ორიც ბრინჯაოს მედალოსანი. ლევან ცინცაძის გუნდი დასკვნით შეკრებას ბათუმში გადის.

დღეს საქართველოს ნაკრები ვარჯიშის დროს საქართველოსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტებისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებმა მოინახულეს, გაეცნენ გუნდის მომზადების პროცესს და  სპორტსმენებს პლანეტის პირველობაზე წარმატებები უსურვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი