სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - შეფასებები

21 მაისი 2025, 14:44 110 ნახვა

ლექსო მაჭავარიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  გადაწყვეტილება გამოიტანა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დარღვეულა, ასევე  მომჩივანის მიმართ არსებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარიმართა ევროპული კონვენციის შესაბამისად და აღნიშნულ პროცესში დაცული იყო მხარეთა თანასწორობისა და სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპი.

მაჭავარიანის საქმეზე განცხადება გაავრცელა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", რომელშიც ნათქვამია, რომ ევროსასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილის დარღვევა, ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივ სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული იყო ლექსო მაჭავარიანის დაკავება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს განმარტებით,  ლექსო მაჭავარიანი 2020 წელს აქციაზე დააკავეს და იგი ადმინისტრაციულ დაკავებაში 22 საათის მანძილზე ჰყავდათ, საბოლოოდ კი ჯარიმის სახით 1000 ლარი დააკისრეს. 

სასამართლოს განმარტებით, 48 საათიანი დაკავების ფორმალური ლიმიტის დაცვა დაკავებას ავტომატურად კანონიერს ვერ გახდის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციისა და  მმართველი გუნდის წარმომადგენლები  გამოეხმაურნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი