ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია არის აბსოლუტურად უსამართლო ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის სწორედ ევროპული ბიუროკრატია.