შეხვედრა ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

22 მაისი 2025, 10:52 100 ნახვა

ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება საქართველოს განათლების მინისტრი. ალექსანდრე წულაძემ  საქართველოს საელჩოში მიღება გამართა  და ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო.

მინისტრმა განათლების სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო განათლების მსოფლიო ფორუმში და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაფართოების მიზნით, შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში