მივიღე გადაწყვეტილება, 29 მაისს სასამართლოში არ მივიდე, პატიმრობისთვის მომზადებას არ ვაპირებ - ნიკა მელია

23 მაისი 2025, 09:55 178 ნახვა

პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლერი ნიკა მელია 29 მაისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება ხალხის პატივისცემის გამო მიიღო და არ აპირებს პატიმრობისთვის მომზადებას.

„მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო მონაწილეობა და არ მივიდე 29 მაისს სასამართლოში. ამას ხალხის პატივისცემის გამო გავაკეთებ, რადგან მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს, ბავშვებს, არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურა ჯაფარიძეს ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. იქნება წარმომადგენელი, ადვოკატი, მე პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს და ვნახოთ. სად ვიქნები, არ ვიცი“, - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არის დაბარებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში