საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო 

23 მაისი 2025, 09:59 108 ნახვა

საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდის მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები იყო.

მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები გეგა კოშაძისა და ნიკოლოზ კოპლატაძის ანგარიშზეა.

ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას შაბათს, 24 მაისს არგენტინის წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში