სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა - განხილვა კომიტეტში

23 მაისი 2025, 15:08 109 ნახვა

4 წლის შემდეგ სამოხელეო დანაშაულის გამოსაძიებლად შექმნილი უწყება უქმდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციებს კვლავ პროკურატურა გადაიბარებს.  

საპარლამენტო  საქმიანობის ფორმატში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებისთვის  საჭირო პროცედურები დაიწყო.  

საკანონმდებლო პაკეტს    იურიდიული, ასევე  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს  მხარდაჭერა უკვე აქვს.  

ცვლილება 20 კანონში შედის  და მას შემდეგ რაც  „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება  "სპეციალური  საგამოძიებო სამსახური შეუერთდება პროკურატურას. 

გაგახსენებთ რომ  2022 წლის  1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.   

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში