სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 მაისი 2025, 18:42 96 ნახვა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ წერილში სი ძინპინი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

„ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსურს, გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს.

 

ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთ პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებმა პროგრესი განიცადა, გაღრმავდა პოლიტიკური კავშირები და გაძლიერდა სტრატეგიული თანამშრომლობა.

 

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს და მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ.

 

გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყოველივე საუკეთესოს. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – ბედნიერებახ“,  – ნათქვამია მილოცვის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში