საჩოგბურთო ტურნირი

25 მაისი 2025, 12:00 90 ნახვა

მზიურის საჩოგბურთო კორტებზე, მამაკაცებს შორის ATP Challenger Tour-ის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ფინალში საბა ფურცელაძემ იტალიელი ფედერიკო წინა  ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა. საბა ფურცელაძე პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც თბილისის ჩელენჯერის ჩემპიონი გახდა.
გამარჯვებული საქართველოს სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში 25 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მონაწილეობდა. გამარჯვებულმა 50 სარეიტინგო ქულა მიიღო.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000  დოლარს შეადგენდა. ATP Challenger-ის ჩემპიონატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აქ დაგროვილი სარეიტინგო ქულების მიხედვით პროფესიონალ ჩოგბურთელებს  ATP Tour-ის უფრო მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში