დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი შვიდკაცა რაგბიში ბავშვთა შორის

26 მაისი 2025, 14:45 202 ნახვა

ბათუმის სარაგბო ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა შვიდკაცა რაგბიში 15-წლამდე მოზარდთა შორის.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ: აჭარიდან „ბათუმი“, იმერეთიდან ქუთაისის „არესი“, „აია“, „ჭიათურა“, სამტრედიის „ფენიქსი და წყალტუბოს „დინოზავრები“, სამეგრელოს ფოთის „კოლხი რაინდები“ და სენაკის „ჯიხა“ წარმოადგენდნენ, რაჭა-ქვემო სვანეთიდან „ამარანტები“ და გურიის რეგიონიდან ოზურგეთის „არწივები“.

საერთო ჯამში შვიდკაცა რაგბი ათმა გუნდმა ითამაშა. ორგანიზატორთა განცხადებით, ანალოგიური ტურნირები ხელს უწყობს საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და განვითარებას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში